ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sunburned აგრ. sunburnt adjective
[ʹsʌnbɜ:nd, ʹsʌnbɜ:nt]
ბეჭდვა

1. მზისგან დამწვარი, მზის სიდამწვრე რომ აქვს მიღებული (ითქმის ადამიანის ან მისი კანის შესახებ); her shoulders were badly sunburned ქალს მხრები ძლიერ ჰქონდა მზისგან დამწვარი / მხრებზე მზის სერიოზული სიდამწვრე ჰქონდა; when you go out in the hot sun, you should always put cream on your skin to avoid getting sunburnt როდესაც ცხელ და მზიან ამინდში გარეთ გადიხარ, კანზე ყოველთვის დამცავი კრემი უნდა წაისვა, მზის დამწვრობა რომ არ მიიღო / მზისგან კანი რომ არ დაგეწვას;

2. მზეზე გარუჯული / გაშავებული, მზემოკიდებული (ითქმის ადამიანის ან მისი კანის შესახებ); she looked fit and sunburned ქალს სპორტული და მზეზე გარუჯული შესახედაობა ჰქონდა; fishermen with sunburnt faces sat on the beach mending their nets მზისგან სახეგარუჯული მეთევზეები ზღვის ნაპირზე ისხდნენ და თავიანთ ბადეებს კემსავდნენ.

sunburn Sunday

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0126